კინო საკმაოდ საინტერესო ფენომენია, რადგან იგი ხელოვნური მთელი რიგი
დარგების სინთეზია. კინოს ახასიათებს ისეთი ფენომენი,რომელიც ბუნებაში
თითქმის არსად გხვდება(მონტაჟი,ანუ დროის მართვა).
пятница, 7 декабря 2012 г.
თანამედროვე კინო
დღეს თითქოსდა გარკვეული გამოცოცხლება შეიმჩნევა ქართულ კინოპროცესში. სასიამოვნოა, რომ ახალი ფილმების ავტორები ძირითადად ახალგაზრდები არიან და ეს ძალიან კარგია. ცხადია, მე ამჯერად ხარსხზე არ ვსაუბრობ, პროცესის დაძვრა მაქვს მხედველობაში.
ის, რომ დღევანდელი კინო უნდა განსხვავდებოდეს ძველი კინოსაგან, ცხადია. კარგად ნაცნობი ე.წ. ,,ქართული კინო“ იყო და მოკვდა. საჭიროა ახალი ადამიანები, რათა მათ გადაიღონ ახალი კინო.
კინო ხელოვნებაა, რომელიც სხვა კულტურებთან ურთიერთობას მოითხოვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპულ კულტურასთან და, შესაბამისად, ევროპის კინოსკოლებთან ურთიერთობა, აუცილებელია ამ სკოლების ცნობილ პედაგოგთა ჩამოსვლა ჩვენთან. შეიძლება, ერთადაც დაიგეგმოს კინოგადაღებები. თუ დაახლოებით ასე წარიმართება სასწავლო პროცესი, მერე შეიძლება ახალი კინო რომ გვქონდეს.
მეორე – უნდა გადაიღონ ფილმები დიდი ფულადი დანახარჯების გარეშე. მე მიმაჩნია, რომ უნდა გავცდეთ თბილისის საზღვრებს. აუცილებელია სხვა რეგიონებში გასვლა. საჭიროა დაარსდეს პატარ-პატარა სტუდიები თელავში, ზუგდიდში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ეს უნდა იყოს დოკუმენტური ფილმების სტუდიები, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება ამ სპეციალობის დაუფლება. საქართველოში, გამონაკლისების გარდა (კალატოზოვი, იოსელიანი, მიქელაძე, ჭუბაბრია...) არ არსებობდა ნამდვილი დოკუმენტური კინო. დოკუმენტური კინო, როგორც საავტორო კინო, არაფრით ჩამოუარდება მხატვრულს ... და მე ვთვლი, რომ სწორედ დოკუმენტური კინოდან შეიძლება დაიბადოს ახალი თვითმყოფადი ქართული მხატვრული კინო.
საბედნიეროდ, საქართველოში არიან ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ მათი მოძებნაა საჭირო. როგორც წესი, რაიონებიდან უფრო ნიჭიერი ადამიანები მოდიან. პროვინციული ენერგიაც, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ძლიან მომგებიანია შემოქმედებაში.
ნიჭიერი ადამიანები, სამწუხაროდ, სულ სხვა სფეროებში მიდიან სამუშაოდ. ახლა ბევრი შემთხვევითი ადამიანი სწავლობს კინორეჟისურის სპეციალობაზე, თბილისში სარეჟისოროზე სწავლის უამრავი მსურველია, არადა 10-15 რეჟისორი საქართველოსათვის სრულიად საკმარისია. 100-200-300 რეჟისორი არავის სჭირდება, მსოფლიოს არ ჰყავს იმდენი რეჟისორი, რამდენიც საქართველოს, მაგრამ ეს ადამიანები ვერასდროს შეძლებენ ფილმის გადაღებას.
საჭიროა სტუდენტების მისაღები რაოდენობის შეზღუდვა (სარეჟისორო სპეციალობა მაქვს მხედველობაში), მაგრამ, სახელმწიფო კინოსტუდიის ბაზაზე აუცილებლად უნდა მოხდეს მეორადი სპეციალისტების მომზადება.
ასევე, რეჟისორმა უნდა იცოდეს მსახიობთან ურთიერთობა, ძალიან ხშირად კინომსახიობი თავის ნებაზე არ უნდა მიუშვა, ეს კატასტროფა იქნება, რეჟისორმა ყოველთვის უნდა იცოდეს ზღვარი, სად გააჩეროს მსახიობი...
სასწავლო პროცესი უნდა იყოს ერთობლივი. მაგალითად, სცენარისტებმა, რეჟისორებმა და ოპერატორებმა ერთად უნდა იმუშაონ, პირველი ნაბიჯები აუცილებლად ერთად უნდა გადადგან და ეს კონტაქტი განაპირობებს მათ შემდგომ წარმატებას.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პატარა ქვეყნებს არა აქვთ "კინო".
ცუდი იყო თუ კარგი, ჩვენ გვქონდა საბჭოთა კინო; ქართული კინო საბჭოთა კინოს ნაწილი იყო. ქართული კინო ცენტრიდან ფინანსდებოდა, მაშინ ფულზე არავინ ფიქრობდა. თუმცა, ფულის გარეშე ფილმის გადაღება შეუძლებელია. დღეს იმაზე ოცნება, რომ ქართული კინო იმავე მასშტაბებით ავაღორძინოთ, სისულელეა. თუ საქართველოში სამი-ოთხი კარგი რეჟისორი გვეყოლება, ეს იქნება ძალიან კარგი შედეგი. საჭიროა მოცდა და კარგი კადრების მომზადება.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი კონფერენცია, კინოკრიტიკას მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელიოა რეჟისორებისა და კრიტიკოსების კონტაქტი. რატომღაც საქართველოში ასე არაა, თქვენ შეგიძლიათ გავლენა იქონიოთ ქართული კინოს განვითარებაზე და ეს უნდა გამოიყენოთ, თქვენი აქტიურობაა საჭირო. თქვენი ენთუზიაზმი აუცილებლად გამოიღებს შედეგს. წარმატებებს გისურვებთ.
четверг, 6 декабря 2012 г.
ქართული კინომატოგრაფია
ქართული კინემატოგრაფია საფუძველს XX საუკუნის დასაწყისში იღებს
და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, როგორც ქართული კულტურის, ისე ევროპული
კინემატოგრაფიის განვითარებაში. სხვადასხვა დროს ქართული კინემატოგრაფიის
გამორჩეული წარმომადგენლები იყვნენ და არიან ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი, ოთარ იოსელიანი, სიკო დოლიძე, კოტე მიქაბერიძე, თენგიზ აბულაძე, რევაზ ჩხეიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, რეზო ესაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ნანა მჭედლიძე, ლანა ღოღობერიძე, ნანა ჯორჯაძე, მიხეილ კობახიძე, გოდერძი ჩოხელი, თემურ ბაბლუანი და სხვანი.
ქართული კინოს ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი: "ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს (ჩემი ატირება) არც ისე ადვილია".

ჩარლი ჩაპლინი
სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (Sir Charles Spencer Chaplin Jr.) (16 აპრილი, 1889 – 25 დეკემბერი, 1977), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. იგი გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პირველ მსოფლიო ომამდე. ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზირებულ მსახიობურ ხერხებს. სწორედ ასე შევიდა იგი წარმატებით ახალ, ხმოვანი ფილმების ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა, რომელიც მან პირველად განასახიერა "კისტოუნის" ფილმში "საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში", 1914 წელს[1]. 1914 წლის აპრილიდან, მოკლემეტრაჟიუნი ფილმის, "ოცწუთიანი სიყვარულიდან", მოყოლებული, ჩარლი ჩაპლინმა თვითონ დაიწყო ფილმებისთვის სცენარის დაწერა, ასევე თვითონვე უწევდა ფილმს რეჟისორობას, 1916 წლიდან პროდიუსერობაც ითავა, ხოლო 1918 წელს მის ფილმებში თავისი შექმნილი კომპოზიციებიც გამოჩნდა. 1919 წელს, დუგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დ.უ. გრიფიტის დახმარებით დააარსა კინოსტუდია "უნაიტედ არტისტსი".[2].
ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობასა და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. ჩაპლინის შემოქმედებაზე იგრძნობოდა ფრანგი მუნჯი ფილმის კომიკოსის, მაქს ლინდერის, გავლენა, რომელსაც ჩაპლინმა თავისი რამდენიმე ფილმი მიუძღვნა[3]. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 75 წელს, ვიქტორიანული და მიუზიკ-ჰოლის სცენებზე გამოსვლიდან მის სიკვდილამდე,დიდ ბრიტანეთში, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი.
1999 წელს ამერიკლუმა ფილმის ინსტიტუტმა შეაფასა ჩაპლინი რიგით მეათე ყველა დროის საუკეთესო მამაკაც მსახიობად. 2008 წელს მარტინ სიფი წიგნის, "ჩაპლინი: ცხოვრება", განხილვაში წერს:
ძმები ლუმიერები
ძმები ლუმიერების წამოწყების წარმატებას, ბუნებრივია, მხოლოდ მათ
იღბლიანობასა და კომერციულ გამჭრიახობას ვერ მივაწერთ. ლუმიერების უმცროსმა
ძმამ, ლუიმ მოგვცა ფირის წყვეტილად მოძრაობის პრინციპი და გრეიფერი,
რომელიც ამ წყვეტილ მოძრაობას უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, ლუმიერების
აპარატს სხვა უდიდესი უპირატესობანიც გააჩნდა სხვა აპარატებთან შედარებით.
ეს იყო მსუბუქი, კარგად კონსტრუირებული, პორტატიული აპარატი, რომელიც
უბრალო სახელურების მეშვეობით მუშაობდა. იგი გამოიყენებოდა როგორც
კინოკამერა, საპროექციო და პოზიტივების საბეჭდი აპარატი. ამ აპარატით
აღჭურვილი კინოოპერატორი თან მთელ კინოფაბრიკას დაატარებდა და შეეძლო მისი
გამოყენება ნებისმიერ დროსა და ვითარებაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ლუმიერების კინოსეანსებმა მსოფლიო რეზონანსი გამოიწვია. ლაბორატორიული გამოკვლევების ხანა სრულდება. იწყება კინემატოგრაფიის მეფობის ხანა. კინო სწრაფად იპყრობს ამერიკას, ინგლისს, მთელ ევროპას. 1896 წლის 4 მაისს ლუმიერის კინემატოგრაფის პრემიერა შედგა სანკტ-პეტერბურგში, ამავე წლის 26 მაისს – მოსკოვში, ხოლო 16 ნოემბერს – თბილისში. რეპერტუარი ყველგან იგივე იყო. ლუმიერების ფილმები ძირითადად “საოჯახო ალბომის” პრინციპზე გახლდათ აგებული და მცირე ჩანახატებისაგან შედგებოდა. მაგრამ ეს რეპერტუარი საკმარისი არ აღმოჩნდა მოზღვავებული მაყურებლის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. სიუჟეტების ძიებაში ოპერატორები მთელ მსოფლიოს მოედვნენ.
კინემატოგრაფის მამამთავრის ლუი ლუმიერის აზრით, კინოაპარატი მხოლოდ ცხოვრების რეგისტრაციისათვის იყო შექმნილი.
კინემატოგრაფი იმ პერიოდისთვის მხოლოდ ატრაქციონი, მასობრივი სანახაობა იყო. მას ხანგრძლივი და რთული გზა ედო წინ, სანამ ხელოვნების სხვა დარგთა შორის სრულფასოვან ადგილს დაიმკვიდრებდა.

მეოცე საუკუნის სასწაული
პარიზი, კაპუცინების ბულვარი, “გრან კაფეს” საბილიარდო “ინდური სალონი”… მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფისტებისა და კინომოყვარულებისათვის ეს სიტყვები ერთ თარიღთან ასოცირდება.
სწორედ აქ, 1895 წლის 28 დეკემბერს იშვა მეათე მუზა, “მეოცე საუკუნის სასწაულად” წოდებული მეშვიდე ხელოვნება – კინემატოგრაფი.
ამ საღამოს გაიმართა მსოფლიოში პირველი საჯარო ფასიანი კინოსეანსი, რომლის ორგანიზატორებიც ლიონელი ფაბრიკატები, ძმები ოგიუსტ და ლუი ლუმიერები გახლდნენ.
ლუმიერებმა მაყურებელს მათ მიერ შექმნილი აპარატის მეშვეობით გადაღებული და ეკრანზე პროეცირებული “გაცოცხლებული ფოტოგრაფია” წარუდგინეს. აპარატს მათ კინემატოგრაფი უწოდეს.
პირველი სეანსი სულ ოციოდე წუთი გრძელდებოდა და რამდენიმე ერთწუთიანი სიუჯეტისგან შედგებოდა. მაყურებელმა დღეისათვის სახელგანთქმული ფილმები იხილა: “კედელი”, “მატარებლის შემოსვლა”, “მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან”, “ბავშვის საუზმე”, “გაწუწული მებაღე”… ეკრანზე ამოძრავებულმა რეალური ცხოვრების სურათებმა წარმოუდგენელი ეფექტი მოახდინა მაყურებელზე.
ცნობა ახალი სასწაულის შესახებ ელვის სისწრაფით გავრცელდა ქალაქში. მეორე დღეს საღამოს მაყურებელთა რიგი უკვე მიმდებარე ქუჩებს ავსებდა. იწყება კინემატოგრაფის ტრიუმფალური სვლა…
კინემატოგრაფის დაბადებას ხანგრძლივი წინაისტორია აქვს. უძველესი დროიდან კაცობრიობა ცდილობდა სიცოცხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება – მუდმივი მოძრაობა, ცხოვრება აესახა მის ბუნებრივ მდგომარეობაში – დინამიკაში. ამ მცდელობის დასტურია ეგვიპტის ქურუმთა მიერ “სასწაულების” მოსახდენად გამოგონებული ოპტიკური აპარატები, სახელგანთქმული ჩინური “ჩრდილთა თეატრი”, ფრანგული “ჯადოსნური ფარანი”. მე-16-17 საუკუნეებში ტექნიკური აზრის სწრაფმა პროგრესმა კაცობრიობას საშუალება მისცა, ხორცი შეესხა ამ მისწრაფებისათვის.
XVII საუკუნეში გამოიგონეს “ჯადოსნური ფანარი”, რომელიც უძრავი გამოსახულების პროექციას იძლეოდა სიბრტყეზე. მარტივად რომ ვთქვათ, კინო თავის წარმოშობას პერსისტენციის ფენომენს, “ჯადოსნური ფარნის” პრინციპისა და მომენტალური ფოტოგრაფიის ტექნიკას უნდა უმადლოდეს.
ადამიანის თვალის ბადურას გააჩნია შესანიშნავი თვისება – გარკვეული დროით შეინარჩუნოს საგნის გამოსახულება. თვალის ამ თვისებას პერსისტენცია ეწოდება. თუ დროის შუალედში ორ მხედველობით შთაბეჭდილებას შორის 0,3 წმ-ს არ აღემატება, მაშინ ეს შთაბეჭდილებანი ერთმანეთს ერწყმიან და სახეს უცვლიან საგანს.
პერსისტენციის მოვლენის კვლევა მე-18 საუკუნის ბოლოდან დაიწყო.ამ გამოკვლევებისა და ცდების საფუძველზე ევროპაში მრავალრიცხოვანი ოპტიკური აპარატები და სათამაშოები შეიქმნა.
მე-19 საუკუნის 30-იან წლებისთვის კინემატოგრაფის ძირითადი კანონი, რომელზეც დაფუძნებულია კინოგადაღება, უკვე აღმოჩენილი და ჩამოყალიბებულია, ხოლო 1853 წელს პირველად ხდება “მოძრავი სურათების” ეკრანზე ჩვენება. ამისთვის ევროპელებს “ჯადოსნური ფარნის” გახსენება მოუწიათ. იგი უძველესი დროიდან იყო ცნობილი და წარმოადგენდა კამერას, რომელშიც იდგმებოდა სინათლის წყარო (მაგალითად, ზეთის ლამპარი). მისი სხივები გაივლიდა მინაზე დახატულ გამჭვირვალე სურათს, შემდეგ ლინზისებურ სისტემას და თეთრ კედელზე ბუნდოვან გამოსახულებას იძლეოდა.
წარსულში მივიწყებული “ჯადოსნური ფარანი” ხელმეორედ მე-16 საუკუნეში “გამოიგონეს”. სასულიერო პირები მას რელიგიური მსახურებისას იყენებდნენ. მისი კონსტრუქცია თანდათანობით უმჯობესდებოდა ტექნიკურ საშუალებათა განვითარებასთან ერთად. “მოძრავი სურათების” მაყურებელთა რიცხვის ზრდამ მკვლევრებს კვლავ გაახსენა “ჯადოსნური ფარანი”. მისი დახმარებით დახატული ფიგურები უკვე თეთრ ეკრანზე ამოძრავდნენ.
კინემატოგრაფის აღმოჩენამდე ერთი ნახტომიღა იყო დარჩენილი: საჭირო გახლდათ ოპტიკური აპარატების პრინციპის ფოტოგრაფიასთან მისადაგება, მაგრამ ამ ერთ ნახტომს თითქმის ერთი საუკუნე დასჭირდა.
ფოტოგრაფია დაგეროტიპიის სახელით 1839 წლიდან გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. მაგრამ მას მხოლოდ უძრავი ობიექტების ააღბეჭდვა შეეძლო ლითონის ფირფიტაზე, რადგან გამოსახულების მისაღებად საჭირო დაშუქების ხანგრძლივობა ნახევარ საათს აღემატებოდა. პორტრეტის მისაღებად ადამიანი ამ დროის განმავლობაში უძრავად უნდა გაშეშებულიყო კამერის ობიექტივის წინ.
მხოლოდ მე-19 საუკუნის 60-იან წლებისათვის მიაღწია ფოტოგრაფიამ მიზანს – დაეჭირა გადასაღები ობიექტი მოძრაობაში.
იმ მკვლევართა რიგში, რომელთაც ღვაწლი მიუძღვით კინემატოგრაფის აღმოჩენაში, არ შეიძლება არ აღინიშნოს ამერიკელი მეცნიერის, “ყველა დროის უდიდესი გამომგონებლის” (როგორც მას ეინშტეინმა უწოდა), ედისონის სახელი.
მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ედისონი ინტერესდება “მოძრავი ფოტოგრაფიით” და თავის მოსწავლე უილიამ დიქსონთან ერთად იწყებს მუშაობას კინოკამერის შექმნაზე. ამ ცდების პროცესში კეთდება კინემატოგრაფიის დაბადებისთვის მეტად მნიშვნელოვანი გამოგონება – ცელულოიდის ფოტოფირის ბაზაზე ედისონი ქმნის პერფორირებულ ფირს იმ სახით, რომლითაც დღემდე თითქმის უცვლელად შემორჩა. ფირის კიდეზე განლაგებული პერფორაციები აქამდე არსებული კინოაპარატების ბევრი ნაკლის თავიდან აცილების საშუალებას იძლეოდა – უზრუნველყოფდა ფოტოგრაფიის მაღალ ხარისხს, მოძრაობის ზუსტ დაფიქსირებას ფირის თანაბარი გადაადგილების მეშვეობით, აადვილებდა ნეგატივის ბეჭდვას.
ედისონისა და დიქსონის მიერ კონსტრუირებული აპარატი წარმოადგენდა ათწლეულით ადრე ედისონის მიერ გამოგონებული ხმის ჩამწერი აპარატის ფონოგრაფის კინოკამერასთან გაერთიანების ცდას. ექსპერიმენტები უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ედისონი ევროპაში გაემგზავრა 1889 წლის მსოფლიო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. როდესაც ამერიკიდან დაბრუნებული ედისონი თავის ლაბორატორიას ესტუმრა, ჩაბნელებულ ოთახში ქაღალდის ფურცლის მეოთხედი ზომის ეკრანიდან მას თავად დიქსონი მიესალმა ქუდის მოხდით: “გამარჯობა, მისტერ ედისონ! ბედნიერი ვარ თქვენი ხილვით. ვიმედოვნებ, კმაყოფილი ხართ თქვენი კინეფონოგრაფით”. ამრიგად, 1889 წლის 6 ოქტომბერს ეკრანზე ნაჩვენები იყო პირველი ფილმი და ეს ფილმი ხმოვანი გახლდათ.
ედისონის კინეფონოგრაფი არა მარტო კინოგადამღები აპარატი იყო, მისი გამოყენება ფილმის ჩვენებისთვისაც შეიძლებოდა.
ათასობით გამომგონებელი ეძებდა ფილმის ეკრანზე ჩვენების საიდუმლოს და მათ თითქმის ერთდროულად მიაღწიეს მიზანს. ლუმიერების ნაცვლად კინემატოგრაფიის აღმომჩენის საპატიო სახელით ისტორიაში შესვლის თანაბარი შანსი ჰქონდათ ინგლისელ პოლს, ფრანგ ანრი ჟოლის, იტალიელ ფილოტეო ალბერინის, ამერიკელ ლე როის, გერმანელ სკლადანოვსკის… მათგან ზოგიერთის მიერ ორგანიზებულმა კინოსეანსებმა რამდენიმე კვირით დააგვიანა, დანარჩენები ხარისხითა და შინაარსით მკვეთრად ჩამორჩებოდა ლუმიერების კინემატოგრაფს, რის გამოც მსოფლიოში გამოძახილი ვერ ჰპოვა.

Подписаться на:
Сообщения (Atom)